Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

,,მთავრობამ სატყუარა გადმოგვიგდო, თუმცა არ მოვტყუვდებით, აქციები კვლავ გაგრძელდება“

თარიღი : 25-02-2016, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულელი მეშახტეები მთავრობის სხდომაზე მინისტრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან. დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავაშირებით, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მეშახტეები ხელფასიდან 20%-ის ნაცვლად 10%-ით დაიბეგრებიან. მეშახტეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ეს არ ყოფილა და შესაბამისად, არც პროტესტს შეწყვეტენ.

,,მინდა ვუთხრა ბატონ ხადურს, რომ ჩვენ ვითხოვთ ხელფასების 40%-ით გაზრდას და არა 10%-ით პროცენტით დაბეგვრისგან გათავისუფლებას. აქციის მე-12 დღეა და გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. დღევანდელი განცხადებით მთავრობამ სატყუარა გადმოგვიგდო, მაგრამ ჩვენ ამ სატყუარას არ წამოვეგებით,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ხვიჩა გაბუნიამ.

ნოდარ ხადურის თქმით კი, მეშახტეების მიმართ გაჟღერებულ მის წინადადებასთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში გადაიგზავნება.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 2154-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეშახტეებს მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ
ტყიბულში გაფიცული მეშახტეები იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ.
გაფიცულ მეშახტეებს ტყიბულში არსებულ ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულები შუერთდნენ.

ამინდი