ქუთაისში ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმი ნარკოტიკის მოხმარებისათვის დააკავეს
თარიღი : 18-10-2013, 15:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ქუთაისში, რეგიონალური ონკოლოგიური ცენტრის ეზოში 1963 წელს დაბადებული იასონ ჯ. და ამავე ცენტრის ექიმი, 1959 წელს დაბადებული დავით ა. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა დავით ა-ს პირადი ჩხრეკისას 5 ამპულა, ხოლო იასონ ჯ-ს ჩხრეკისას 7 ამპულა მორფინი ამოიღეს. ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დავით ა-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის, ხოლო იასონ ჯ-ს ჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).