Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ 'ჟესტების ენის' შემსწავლელი კურსები დააფინანსა

თარიღი : 25-02-2016, 13:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "თაირისი" ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მეორე თვეა ახორციელებს საპილოტე პროექტს "ჟესტური ენა დამწყებთათვის". პროექტის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ლექციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო. ტრენინგებში სხვადასხვა სფეროში მომუშავე 20-მდე დაინტერესებული პირია ჩართული. გადამზადებას გადიან "თაირისი"-ს შშმ ბავშვთა დღის ცენტრისა და ადრეული განვითარების პედაგოგები, ქუთაისის # 45 საჯარო სკოლის აღმზრდელ-პედაგოგები, განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, არასრულწლოვნებთან მომუშავე ადვოკატი, იურისტი, მოხალისე სტუდენტები და სასულიერო პირი. ძირითადად ის ადამიანები, რომელთაც ყოველდღიური ურთიერთობა უწევთ სმენადაქვეითებულ ბავშვებთან და სურთ მათთან დაამყარონ კომუნიკაცია ჟესტების ენაზე.

,,ჟესტების ენის დაფინანსების იდეა ახალგაზრული განყოფილების მიერ ორგანიზებულ საშემოდგომო ბანაკში გაჩნდა. ჩვენ დავაფინანსეთ აღნიშნული იდეა და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ინოვაციური პროექტების განხორციელებას. ანალოგიურ პროექტს თბილისში განათლების სამინისტრო ახორციელებს. ქუთაისის მაგალითი კი პირველია ქვეყანაში როდესაც პროექტს ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 2122-ჯერ

მსგავსი სიახლეები
6 თვიან საპილოტე პროგრამაში სხვადასხვა სფეროში მომუშავე 20 პირი იყო ჩართული. გადამზადება იმ ადამიანებმა გაიარეს, რომლებსაც
ქალაქის მერმა ქუთაისის #45 სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც მოსწავლეები ჟესტების ენას სწავლობენ, სადღესასწაულო ტორტი მიიტანა და
ქალაქის მერი წარმატებულ მოსწავლეებს მხარდაჭერას მომავალშიც დაჰპირდა.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ქუთაისში

ამინდი