Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დავით სერგეენკო - ტყიბულის მაღაროში განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა

თარიღი : 25-02-2016, 10:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც პრემიერის კითხვას გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაინტერესდა ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის საკითხით და ინფორმაციის მიწოდება მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მისი უწყება ამ შრომით დავაში პირველივე დღიდან არის ჩართული.

"ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა. ეს არ არის კავშირში რაიმე სხვა პროცესებთან. ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან არის ჩართული ამ შრომით დავაში. ეს კანონით მონიჭებული მოვალეობაა. ჩვენი მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც რჩება შრომითი დავის ფარგლებში. მე ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენის მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება", - განაცხადა სერგეენკომ.


ნანახია: 1904-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
იურიდიული მომსახურების სააგენტოებში, საადვოკატო და სანოტარო ბიუროებში, სასამართლოებსა და მედიაციის მომსახურების მიმწოდებელ
სერგეენკოს განცხადებით, ვანის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა მართლაც სავალალო მდგომარეობაშია.
2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი , რომელიც შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის
ამის შესახებ ფრაქცია 'ევროპული საქართველოს' წევრმა მამუკა ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამინდი