Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუჩური გარჩევები მარგველაშვილის შტაბში დეპუტატების მონაწილეობით

თარიღი : 18-10-2013, 15:08 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მოსახლეობის ინფორმაციით, წუხელ, სასტუმრო ”უღელტეხილის” კაფეში, რომელიც ხარაგაულის ცენტრში მდებარეობს, კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ურთიერთდაპირისპირებაში პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის შტაბის უფროსი ხარაგაულის რაიონში, მწერალი მერაბ შათირიშვილი, მაჟორიტარი დებუტატი ნოდარ ებანოიძე, პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, მისი მოადგილე პაატა გოგოლაძე, ხარაგაულის დაბის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული გივი თხელიძე, პარტია ოცნების ხარაგაულის თავჯდომარის მოადგილე ტატო თავზარაშვილი და ოცნების შტაბის რამდენიმე წევრი მონაწილეობდნენ.
ხმაური ორი საათი გაგრძელდა და დაბის ცენტრალურ ქუჩაზე გადაინაცვლა. ინციდენტის დაწყებისთანავე პარლამენტარებმა ნოდარ ებანოიძემ და დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის კუთვნილი სახელმწიფო ავტომანქანით, სასწრაფოდ დატოვეს მიმდებარე ტერიტორია და დიდი სისწრაფით გაურკვეველი მიმართულებით გაემართა. რაც შეეხება მომხდარს, ადგილობრივი პოლიცია თვალყურს შორიდან ადევნებდა და მოსახლეობის მოთხოვნისდა მიუხედავად სიტუაციის განმუხტვა არ უცდია. საქმის გარჩევის მიზეზები ამ ეტაპისათვის ჩვენთვის უცნობია.

თავისუფალი ზონა


ნანახია: 2169-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნოდარ ებანოიძე, გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და დაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა გოგოლაძე, საარჩევნო კამპანიის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვახანში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მერაბ არევაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა. 
21 ნოემბერს, ხარაგაულის ახლადარჩეული გამგებელი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

ამინდი