ქუთაისის მერმა მსოფლიო ჩემპიონს უმასპინძლა
თარიღი : 24-02-2016, 17:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერი შოთა მურღულია 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონს ძალისმიერ სამჭიდში თეონა რუსაძეს შეხვდა და წარმატება მიულოცა. ჩემპიონატი დუბაიში გაიმართა, სადაც მონაწილეობა 26 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.
„მისასალმებელია, როდესაც ჩვენი თანაქალაქელები სხვადასხვა სპორტულ სახეობაში წარმატებებს აღწევენ. ჩვენ ნიჭიერი ახალგაზრდების დაფინანსებას სისტემატურად ვახდენთ,“- აღნიშნა შოთა მურღულიამ.
თეონა რუსაძის ჩემპიონატზე გამგზავრების ხარჯები ქუთაისის მერიამ დაფარა.