Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას აანონსებს ქუთაისის საკრებულოს 'ნაციონალი' დეპუტატი?

თარიღი : 24-02-2016, 17:15 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების თემამ ქუთაისის საკრებულოს წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა ბესიკ ბრეგაძემ ქუთაისის მერი შოთა მურღულიას ერთპიროვნულ ქმედებაში და თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ ვამტკიცებთ საპრივატიზაციო ნუსხას, ხოლო იმ ნუსხიდან ქალაქის მერი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას გაყიდოს თუ გააიჯაროს ქონება. ქონეის იჯარით გასაცემად მერიას საკრებულოს თანხმობა რომ აუცილებლად სჭირდებოდა, ეს თვითმმართველობის კოდექსით იყოო განსაზღვრული, თუმცა საკრებულომ ეს პასუხისმგებლობა აირიდა. რაც აუქციონზე გადის და ელექტრონულად ხდება, მას ვაკვირდებით და გვაქვს მონიტორინგის შესაძლებლობა, ხოლო მას, რაც აუქციონის გარეშე გაიცემა, ხშირ შემთხვევაში ვერ ვადევნებთ თვალს და შემთხვევით თუ წავაწყდებით,“ -განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

ბრეგაძემ ისიც დააანონსა, რომ საკრებულოს წევრების ნებართვის გარეშე გაიჯარებულ ქონებებს გაასაჯაროებს.

„ამას ცოტა ხანში გაიგებს საზოგადოება რატომ, როგორ და რა ფორმით მოხდა ქალაქ ქუთაისში ზოგიერთი ქონების იჯარით გაცემა ისე, რომ საკრებულოს წევრებმა ეს არ იცოდნენ," - ამბობს ბრეგაძე.

დეპუტატის კრიტიკას ქალაქის მერმა უპასუხა და განაცხადა, რომ ქუთაისში, ქონებების გასხვისების საკითხში უკანონობა არ ხდება.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2265-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება ჩააგდეს.
ქუთაისის საკრებულოს წევრის გია გოქაძის თქმით, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა ქალაქის მასშტაბით 4 ობიექტი
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დაამტკიცეს.
ქალაქის მერია საპრივატიზაციოდ 14 ობიექტს გაიტანს. სიაში ძირითადად მიწის ნაკვეთები მოხვდა.
როგორც ბრეგაძემ topnews.com.ge-ს განუცხადა, ის ამ დრომდე ფიქრობს დათანმხდეს თუ არა აღნიშნული პარტიის მერობის კანდიდატობას.
გია უკლებას თქმით, საკრებულოს უმრავლესობამ მერი შვებულებაში უკვე მეორედ გააძევა.

ამინდი