Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს ტყეებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესაცვლელად კანონს იღებენ

თარიღი : 24-02-2016, 14:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოსახლეობას ტყეში ფიჩხის უსასყიდლოდ მოპოვება შეეძლება. აღნიშნული ცვლილება ,,ტყის კოდექსის'' კანონპროექტის პირველ სამუშაო ვერსიაში შევიდა, რომლის მიხედვითაც, თუ ადრე მოქალაქეებს უფასოდ ტყის მხოლოდ რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენება შეეძლოთ, ახალი კანონი ფიჩხის მოპოვებას არ კრძალავს.

ახალ კანონპროექტში ყურადღება ექცევა ხე-ტყის ლიცენზირების პროცესს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყე შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო საკუთრების. მუნიციპალიტეტს 10 წლის ვადით გადაეცემა ტყეები მართვაში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, საქართველოს მთავრობა გარემოს დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს ტყის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

კანონპროექტით ისიც განისაზღვრა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება ტყის სტატუსის შეწყვეტა. ეს შესაძლებელია, თუ საქმე ეხება სახელმწიფოს თავდაცვასა და უსაფრთხოებას, ასევე აუცილებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს.

,,კანონპროექტის ინიციატორი არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. კანონპროექტის განხილვა ერთი კვირის წინ ქვემო ქართლში დაიწყო. ჩვენ უკვე დავამთავრეთ მთელი აღმოსავლეთ საქართველო. დღეს მივდივართ სვანეთში და ახალი კანონპროექტის მოსახლეობისათვის გაცნობა დასრულდება აჭარაში,''- აცხადებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის შექმნა საქართველოს ტყეებში არსებული მძიმე მდგომარეობისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაწყდა. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია პროფესიული კადრების მომზადება.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1678-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვაში გადაცემის საკითხი განიხილეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ახსენებს, რომ ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
გავს აქციებს სამინისტრო ინტენსიურად აწყობს და მიმდინარე წელს გაზაფხულისა და შემოდგომაზე იმერეთის რეგიონში 30 ჰა-მდე ტყის აღდგენას
წლების წინ გაუვალი ტყის ტერიტორია დღეს განადგურებულია.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ზამთრის მოახლოებასთან

ამინდი