Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნაციონალი' დეპუტატი ქუთაისის საკრებულოს წევრს პროკურატურაში უჩივის

თარიღი : 24-02-2016, 14:39 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევძორაძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა, სადაც ქუთაისის საკრებულს წევრის, ნატო ქათამაძის მიერ თევდორაძის მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას საჯაროდ უპასუხა.

საუბარია ნატო ქათამაძის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ გია თევდორაძეს კონკრეული ბიზნეს–ინტერესი გააჩნია ქალაქის ერთ-ერთ სკვერში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით.

თევდორაძის ამბობს, რომ მისი რეპუტაციის დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.საზოგადოებაში განცხადების გავრცელების შემდეგ გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ კი მან პროკურატურას განცხადებით მიმართა.

„მე, როგორც პარლამენტის წევრი, მივმართავ პროკურატურას, ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები ამ ფაქტთან მიმართებაში. თუკი ჩემი და ჩემი ახლობლების პირდაპირი ან არაპირდაირი კავშირი აღმოჩნდება ამ მშენებლობასთან და ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით, მზად ვარ კანონის სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი და ეს ქონება უსასყიდლოდ გადავცე სახელმწიფოს. მეტიც, უარს განვაცხადებ ყოველგვარ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტიურობაზე,“-განაცხადა გია თევდორაძემ.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2447-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თევდორაძე ეკა ბესელიას იმ განცხადებას პასუხობს, სადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გია
თევდორაძე, ეკე ბესელიას იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ბესელიამ აღნიშნა, რომ გია თევდორაძის ოჯახის წლიური შემოსავალი 5 მილიონ
ბექა თევდორაძის თქმით, ისინი დაინტერესდნენ 2012 წელს ავტომანქანაში საწვავი ქუთაისის მერიის კუთვნილი ტალონით ჩაისხა თუ არა.
ვიდრე სასამართლო ჯიხურების ბედს გადაწყვეტს, პოლიტიკურ წრეებში ჯიხურების მეპატრონეთა და აღნიშნული ობიექტების მიმართ ინტერესის
მურღულიას თქმით, „ნაციონალებმა“ დღეს მორიგი სიცრუე გაავრცელეს ქუთაისში პარლამენტის მიმართ მის პოზიციასთან დაკავშირებით.
ლატარიას მიერ ჯგუფის დატოვება საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის ნატო ქათამაძის შენიშვნების საფუძველზე მოხდა.

ამინდი