Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის მერიისგან სიტყვა 'არარენტაბელურის' განამრტებას ითხოვს

თარიღი : 24-02-2016, 14:33 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერკულტურული დიალოგის ცენტრი” დევნილთათვის ჭონქაძის ქუჩაძე ტრანსპორტის დანიშვნას და ქუთაისის მერიისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ აღნიშნულ პრობლემაზე განცხადება კოლექტიურად შეიტანეს, რაზეც პასუხი სტანდარტული 10 დღის ნაცვლად, ერთი თვის შემდეგ მიიღეს. წერილში ნათქვამია, რომ ახალი სამარშრუტო ხაზის დანიშვნა არაა მიზანშეწონილი მისი არარენტაბელურობის გამო. ,,ინტერკულტურული დიალოგის ცენტრში'' აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ რაოდენობრივი ხასიათის სოციალური კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნული დასახლება ნამდვილად საჭიროებს ახალი სამარშრუტო ხაზის დანიშვნას, ხოლო მგზავრობის სტანდარტულ ღირებულებას მოსახლეობა სრულად გადაიხდის.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ ქუთაისის მერიამ აღნიშნული ორგანიზაცია თემის პოლიტიზირებასა და „ახალ პოლიტიკურ ცენტრთან“ მიკერძოებაში დაადანაშაულა.

,,ჩვენი ორგანიზაცია არის მოხალისეობრივი. მისი ასოცირება „ახალ პოლიტიკურ ცენტრთან“ არის სიცრუე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორგანიზაცია დაარსდა გაცილებით ადრე, ვიდრე „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი, ''- აცხადებს ცენტრის წარმომადგენელი მალხაზ რეხვიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია დევნილთათვის ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებასა და მერიისაგან სიტყვა ,,არარენტაბელური“–ს გონივრულ განმარტებას მოითხოვს. მათივე თქმით, „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ ორგანიზაციას მხოლოდ ოფისით სარგებლობაში ეხმარება.

„ თუ მერიას აქვს მსგავსი ეჭვები, შეუძლია თავად უზრუნველგვყოს ორგანიზაციისათვის საჭირო ფართით,“ –აცხადებენ “ინტერკულტურული დიალოგის ცენტრში".

ნათია სვანიძე


ნანახია: 2040-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით კვლავ განაგძრობს ოფისების გახსნას.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად სკვერში არსებული მდგომარეობა მძიმეა და ის პარკირებისთვის გამოიყენება.
ქუთაისის მერიამ ჭონქაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისათვის ტრანსპორტის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
ისინი 'ოქროს ჩარდახთან' მიმდინარე მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ.
მოსახლეობის აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ამინდი