ქუთაისელი გოგონა მარია კალასის ხმით,რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
თარიღი : 24-02-2016, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 13 წლის არის, ქუთაისელმა მარიამ კუჭავამ, ფსევდონიმით მარიამ მაო სოლემიომ მუსიკალური სამყაროს გაოცება უკვე შეძლო. გოგონას გასაოცარმა ხმის ტემბრმა თავიდანვე მიიქცია მუსიკალურ სამყაროში ცნობადი სახეების ყურადღება.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 8 წლის მარიამ კუჭავა მშობლებმა ხალხური სიმღერების წრეში შეიყვანეს, თუმცა აღნიშნული წრის პედაგოგმა მარიამის მშობლებს ურჩია, რომ გოგონას ხმა პროფესიონალებს შეემოწმებინათ. მას შემდეგ მარიამ მაო სოლემიო ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ვოკალური განყოფილების მოსწავლეა. სურვილი აქვს, საკუთარი ვოკალური შესაძლებლობები დიდ სცენებზე გამოსცადოს, მანამ კი "მომავლის ხმა"-მ სცენა მშობლიურ ქვეყანაში უკვე მოსინჯა. 10 წლის ასაკში ნოდარ ანდღულაძის სახელობის ეროვნულ კონკურსში, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, პირველი პრემიის ლაურეატი გახდა. მიმდინარე წელს კი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის კონკურსის ლაურეატი გახდა, სადაც როსინის "ალპიელი ქალი" შეასრულა. მისმა ხმის ტემბრმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. სწორედ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ დაიმსახურა 13 წლის გოგონამ "მომავლის ხმის" წოდება.
"ძალიან პატარა ასაკში შემიყვარდა ოპერა და მიზნად დავისახე წარმატებული მომღერალი გამოვიდე. მუსიკალური ცხოვრება სერიოზულად 8 წლის ასაკიდან დავიწყე. გამიმართლა და ისეთი არაჩვეულებრივი პედაგოგი შემხვდა, როგორიც ლუმა ლომაკიანაა.მან მუსიკისადმი ჩემი სიყვარული გააორმაგა. სამომავლოდ მინდა სწავლა ამერიკაში, "ჯულიარდის" სკოლაში გავაგრძელო," - ამბობს მარიამ მაო სოლემიო.
"მარიამს ყველანაირად მხარში ვუდგავართ მშობლები და მისი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ვინც კი მოისმინა მარიამის ხმა, ყველამ "მომავლის ხმა" უწოდა, რადგან 13 წლის ასაკში ასეთი დიაპაზონის ხმა იშვიათია. ამ კატეგორიის ხმა აქვს მარიამ კალასს. მარიამს შრომა არ ეზარება. წარმატების მისაღწევად ბევრს შრომობს და დარწმუნებული ვარ, შედეგსაც მიაღწევს," -ამბობს მარიამის დედა თეა ჟორჟოლიანი.
მარიამის საყვარელი ოპერის მომღერლები არიან: მარია კალასი, ლუჩიანო პავაროტი,პლაჩიდო დომინგო, ხოლო ქართველებიდან ნინო მაჩაიძე, თამარ ივერი და ანიტა რაჭველიშვილი. "მომავლის ხმა" საქართველოდან იმედოვნებს, რომ მომავალში უკვე თავად გახდა მსმენელის საყვარელი მომღერალი.
gemigrations.com