მეშახტეების პროტესტმა ტყიბულში მაცხოვრებლებს შემოსავლები შეუმცირა
თარიღი : 24-02-2016, 13:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მეთერთმეტე დღეა ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია- ისინი ხელფასების 40 %- ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულ მეშახტეებს ტყიბულში არსებულ ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულები შუერთდნენ. მათი განცხადებით, ტყიბულში სავაჭრო ობიექტების და ბაზრობების მომხმარებლებმა იკლო. გაფიცული მეშახტეები კი მოთხოვნების შესრულებამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.