Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში უალკოჰოლო სასმელების პირველმა მწარმოებელმა ქალაქს პირველი ელექტროსადგური აუშენა

თარიღი : 24-02-2016, 11:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ხილისგან დამზადებული უალკოჰოლო სასმელების წარმოება მიტროფანე ლაღიძის სახელთანაა დაკავშირებული. მიტროფანე ლაღიძე უალკოჰოლო სასმელების ყველაზე პოპულარულ მწარმოებელ-გამომგონებლად ითვლება.

მიტროფანე ლაღიძემ 14 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა კოკოჩაშვილისა და ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში. აფთიაქის მეპატრონეებს ქალაქში ასევე ჰქონდათ ლიმონათის წარმოება. ლაღიძემ იქ შეისწავლა უალკოჰოლო სასმელების წარმოების მეთოდი. 1900 წელს, ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ, მიტროფანე ლაღიძე თავად ჩაუდგა სათავეში წარმოებას და მალე, ლიმონათის წარმოების ბაზარზე ხილეული სასმელების წარმოების ამხანაგობა შექმნა. წარმოებამ მალევე გაითქვა სახელი დასავლეთ საქართველოში. 1906 წელს კი წარმოება თბილისშიც გაიხსნა.

ქართულმა უალკოჰოლო სასმელებმა დიდი მოწონება დაიმსახურა 1913 წელს პეტერბურგსა და ვენაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე და ,,ლაღიძის წყლები“ ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

უალკოჰოლო სასმელების წარმოების გარდა, მიტროფანე ლაღიძემ პირველმა ააშენა ელექტროსადგური ქუთაისში. 1904 წელს, ცნობილი საზოგადო მოღვაწის კირილე ლორთქიფანიძის დახმარებით, მიტროფანე ლაღიძემ საფრანგეთიდან მიიღო კრედიტი ელექტროსადგურისთვის საჭირო დანადგარების შესაძენად.ქუთაისში პირველად დამონტაჟებული ელექტროსადგურის სიმძლავრე თანდათანობით გაიზარდა და რიონჰესის ექსპლუატაციაში გაშვებამდე მთელი სიმძლავრით ემსახურებოდა ქუთაისსა და მის მრეწველობას.

გარდა ამისა, მიტროფანე ლაღიძე მრავალი მნივნელოვანი ეროვნული საქმის ხელმძღვანელი და წამომწყები იყო. მან ქუთაისში დააარსა საგამომცემლო ამხანაგობა, სადაც ქართველი მწერლების თხზულებებს ბეჭდავდა და ხალხში ავრცელებდა. საგამომცემლო საქმიანობის გარდა, მიტროფანე ლაღიძე ეკონომიურად ხელს უწყობდა და ეხმარებოდა ქართველ მწერლებს, მსახიობებსა და ხელოვნების სხვა მოღვაწეებს, რათა ქართული მწერლობა ფართო მასებში პოპულარული გამხდარიყო.


ნანახია: 2055-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'დამზადებულია იმერეთში',- პროექტი რეგიონში დამზადებული პროდუქტის პოპულრიზაციისა და ბაზრის პრობლემების კვლევისათვის.
ფასების 0,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.
ცენტრში აღნიშნავენ, რომ ზაფხულში რეკომენდირებული არაა გაზიანი სასმელების მიღება.

ამინდი