Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში იარაღის გამოყენებით ახალგაზრდები დააკავეს

თარიღი : 24-02-2016, 00:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ავტომშენებლის 17 ნომერში სამართალდამცავებმა იარაღისა და ძალის გამოყენებით ახალგაზრდები დააკავეს. როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი topnews.com.ge-ს ჟურნალისტი იტყობინება, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც შემთხვევის თვითმხილველები ყვებიან, პიკაპის მარკის სამი მანქანით პოლიციელები კორპუსის ეზოში შევარდნენ, ახალგაზრდებს უბრძანეს ძირს დაწოლილიყვნენ და შემდეგ ხელბორკილები დაადეს.

"მეზობლის ორმოცი იყო. ყველანი ეზოში ვიყავით შეკრებილი. რა მოხდა არავინ იცის. ამ დრომდე გვეგონა, რომ პოლიცია გვიცავდა, თუმცა უკვე ამის აღარ გვჯერა. იარაღს ჰაერში ატრიალებდნენ. მთელი ბინა პანიკაში ჩავარდა. ვიღაც იფიქრებდა მსოფლიო ტერორისტებს აკავებდნენო," – აცხადებს თამაზ ჯანელიძე.

ამ დროისათვის დაკავებულების ახლობლები პოლიციის #3 განყოფილებასთან არიან შეკრებილები. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 5 პირი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს.

"პოლიციის განყოფილებასთან ვითარების გასარკვევად მშობლები მივიდნენ. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ახალგაზრდის მშობელს დაკავებულები აჩვენა და აუხსნეს, რომ შემოწმებაზე გადმოიყვანეს. რაც შეეხება იარაღის გამოყენებას, თითქოს მიწაზე დააწვინეს ახალგაზრდები და შემდეგ დაადეს ხელბორკილები, არ ვადასტურებთ," - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.


ნანახია: 2974-ჯერ

მსგავსი სიახლეები
19 წლის ახალგაზრდის დედა თეა თელია აცხადებს, რომ მისი შვილი სამართალდამცავებმა გუშინ იმ დროს სცემეს, როდესაც ის მეგობრიდან სახლში
შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.
ქუთაისში 20 წლის მირზა გოჩუაძე სამართალდამცავებმა დაჭრეს.
როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყვა, რის გამოც შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
ახალგაზრდის თქმით, ერთ-ერთი სამართალდამცველი უჩა გავაშელაშვილია, რომელიც ახალგაზრდებს მაღაზიის ძარცვის საკუთარ თავზე აღებას

ამინდი