Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებელთა მოთხოვნას ქუთაისის მერიაში პასუხობენ

თარიღი : 23-02-2016, 16:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნასთან დაკავშირებით ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე არსებული დევნილთა დასახლების მოსახლეობის მოთხოვნებს ქალაქის მერიაში პასუხობენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ მოსახლეობის წერილობითი მოთხოვნა უკვე განიხილეს.

"ქუთაისის მერიას წერილობით მიმართეს ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლებმა. ჩვენ მათი განცხადება უპასუხოდ და რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია და ზედმეტად მიმაჩნია ასეთ თემებს პოლიტიკური პარტიები ქულებად იწერდნენ. ქალაქ ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე ახალი სამარშრუტო ხაზის დანიშვნა მისი არარენტაბელობის გამო, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. ხოლო არსებული სამარშრუტო სვლაგეზები (მაგ. №35 მარშრუტი) ვერ შეიცვლება, ვინაიდან ისინი კერძო გადამზიდავ კომპანიებზე არის გადაცემული 2019 წლამდე მოქმედი ნებართვებით. ამასთან განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ განხილული იქნება საკითხი, არსებული M1 კატეგორიის ტრანსპორტით, ჭონქაძის ქუჩის მომსახურების შესახებ. კერძოდ: №101 მარშრუტის (წითელი ხიდი - ვაჟა-ფშაველას ქუჩა) სვლაგეზის მოდერნიზება-დაგრძელების თაობაზე ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან, ნიკოლაძის ქუჩის გავლით, ჭონქაძის ქუჩის ბოლომდე," - აცხადებს ქალაქის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი.

ჭონქაძის ქუჩაზე მაცხოვრებელთა პრობლემა "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისმა გააჟღერა. ორგანიზაციის განცხადებაზე მერიის საპასუხო განცხადებას კი "გირჩში" ტყუილს უწოდებენ.

"ადგილობრივი თვითმმართველობა ტყუის. არსებობს ხარჯთაღრიცხვა და შესაბამისი დასკვნა, რომ ხაზი რენტაბელურია. არსებულ დოკუმენტაციას დასკვნის ავტორები ხვალ გაასაჯაროვებენ,"- აცხადებს "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.


ნანახია: 2042-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ ჭონქაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისათვის ტრანსპორტის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
მოსახლეობის აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ ამორტიზებულ გზასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციამ დღეს ბრიფინგი გამართა.
ა(ა)იპ 'სპეციალური სერვისები' ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე მდინარე ოღასკურას კალაპოტის დერატიზაციის სამუშაოებს მესამე დღეა დილიდან

ამინდი