ქუთაისის მერიას დევნილთა დასახლებაში ტრანსპორტის დანიშვნას სთხოვენ
თარიღი : 23-02-2016, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, დევნილთა დასახლებაში, ჭონქაძის #52 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. მოსახლეობის აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას "ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი აკეთებს.
"ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პუნქტი დასახლებიდან 2 კილომეტრის მოშორებით არის. 30-მდე ოჯახმა, რომელთაგან უმეტესობა დევნილია, თხოვნაზე ქუთაისის მერიისგან უარი მიიღო. დაასახელოს მერიამ არგუმენტი და მიზეზი თუ რატომ არ ეხმარება ამ ადამიანებს და რატომ არ ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობა მის ფუნქციას? კიდევ ერთხელ მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, შეისწავლოს ამ ადამიანთა მოთხოვნები და საჭიროებები,"- აცხადებს თემურ ცამციშვილი.
მოსახლეობის აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.