Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

თარიღი : 23-02-2016, 14:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს და იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კობა ქიბაძემ და იუზა უგულავამ გამგეობის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას, რომელზეც სოფლის მხარდაჭრის პროგრამით განსახორციელებელი საკითხები განიხილეს, გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა გიორგაძე, გამგებლის თანაშემწე გენდერული თანასწორობის საკითხებში ნათია ძოძუაშვილი და გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი ავთანდილ ხელაძე ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო სოფლებში შეხვედრების დაგეგმვასა და პრიორიტეტების წარმოჩენას, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხებს, რადგან როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრაში მამაკაცებმა და ქალბატონებმა თანაბარი მონაწილეობა მიიღონ.

როგორც გამგებლის მოადგილემ ლაშა გიორგაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს უმჯობესი იქნება პრიორიტეტად სოფლებში საბავშვო ბაღების მოწესრიგების, მათი გათბობით აღჭურვისა და გათბობის, ასევე, სველი წერტილების მოწესრიგების მიჩნევა, რათა როგორც გიორგაძე ამბობს, მნიშვნელოვანია ყველა ბაღში დაცული იქნეს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

"ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ მომავალი თაობის ნორმალურ სოციალურ ფუნქციონირებას და ადგილობრივ მოსახლეობას მივცემთ სტიმულს არ მიატოვოს სოფელი,"-ამბობს ლაშა გიორგაძე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები პირველი მარტიდან დაიწყება.


ნანახია: 2106-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა გიორგაძე, გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს და
ირველ რიგში განიხილეს პრიორიტეტული საკითხები-საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის
სოფლებში კრებების ჩატარება დაახლოებით 15 მარტიდან დაიწყება. კრებებზე ადგილობრივი მოსახლეობა თავად აირჩევს სოფლისთვის პრიორიტეტულ
როგორც შეხვედრიდან გაირკვა, წელს ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვან საკითხს შიდა გზების მოწესრიგება წარმოადგენს
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა გამგებლის წარმომადგენლებისაგან თითოეული სოფლის პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ამინდი