გეგუთის კოლონიაში პატიმარი შიმშილობს
თარიღი : 18-10-2013, 13:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა ირაკლი პერტიამ დღეს დილით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ topnews.com.ge-ს ირაკლი პერტიას დამ, ელზა პერტიამ აცნობა.
"დღეს დილით ციხიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ირაკლი შიმშილობდა. თვითონ მას ვერ ვუკავშირდებით და არ ვიცით რა გავაკეთოთ. ჩემი ძმა ძალიან მძიმედ არის და ყურადღების მიქცევა უნდა. პრეზიდენტის შეწყალების კომისია განიხილავს მის საქმეს და გვითხრეს, რომ ერთი კვირა დააგვიანდება," - ამბობს ელზა პერტია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი პერტია წელსქვემოთ არის მოწყვეტილი და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ის ოფიციალური პირებისაგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობასა და გათავისუფლებას ითხოვს. სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმარს ყურადღებას მიაქცევენ.