ხონში კულტურის სტრატეგია განიხილეს
თარიღი : 23-02-2016, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონის მუნიციპალიტეტში კულტურის სტატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურის და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.
კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო. მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა, და ინკლუზიურობაა. აღნიშნულ პროცესში ჩართულია კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში 34 შეხვედრა უკვე გაიმართა.