ტყიბულში დასაქმებულთა აქციას გამგებელი და მაჟორიტარი შეუერთდა
თარიღი : 23-02-2016, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულში, "საქნახშირ ჯი აი ჯი"-ს მეშახტეების აქცია გრძელდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ დაახლოებით 1000-მდე მეშახტეა შეკრებილი. ისინი ხელფასების 40%-ით მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციას ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე შეუერთდნენ.

აქციაზე იმყოფებიან ტყიბულში არსებულ ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულები. გაფიცული მეშახტეები აცხადებენ, რომ ტყიბული მეშახტეების ხელფასებზეა დამოკიდებული და თუ ისინი ვერ იმუშავენ, ეს მთელ ტყიბულზე აისახება.