მინისტრის მოადგილე ქუთაისში ახალგაზრდების მდგომარეობის შესწავლას შეეცადა
თარიღი : 23-02-2016, 09:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში რევაზ ჯაველიძე სხვადასხვა სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს შეხვდა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა. მინისტრის მოადგილისთვის შემუშავებულ პროგრამაში ახალგაზრდული ცენტრის მხატვრული სკოლის, ბალეტის, ქართული, ლათინური და ბრეიქ-დანსის ცეკვების სტუდიისა და მხატვრული კითხვის ჯგუფის ბავშვები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ სამინისტროს სახელოვნებო, სპორტულ და საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა და ახალგაზრდებს მათში ჩართულობისკენ მოუწოდა.
"ძალიან მახარებს, რომ მომეცა შესაძლებლობა დღეს ახალგაზრდულ ცენტრში მოვსულიყავი. ახალგაზრდებთან დაკავშირებული თემატიკა ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ვცდილობთ მაქსიმალურად შევისწავლოთ ადგილზე რა მდგომარეობაა, რადგან გავიგოთ რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი ახალგაზრდებისათვის რეგიონებში,"-განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
მარუსა ხურციძე