Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს ჯარისკაცების წერილები გადაეცათ

თარიღი : 22-02-2016, 22:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში „წერილები ჯარისკაცებს“ პროექტი განხორციელდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების მიერ გამოგზავნილი საპასუხო წერილები ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გადასცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ახალგაზრდებს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისა და ავღანეთში მიმდინარე მისიის შესახებ ესაუბრნენ. შემდეგ კი პატარა მეგობრებს ვიდეორგოლიც უჩვენეს და აუხსნეს, თუ როგორ უზრუნველყოფენ ქართველი ჯარისკაცები მათი თანატოლების მშვიდობასა და უსაფრთხოებას ავღანეთში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან შესახვედრად რაიონში ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ტყიბულის რაიონის მაჟორიტარი - ელისო ჩაფიძე ჩავიდნენ.

ღონისძიებაზე ტყიბულის რაიონის სკოლადამთავრებული, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები - უმცროსი სერჟანტი ფრიდონ ბრეგაძე და კაპრალი ნიკოლოზ ფორჩხიძეც გაიხსენეს.

მასპინძელი სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარმოდგენა შესთავაზეს და სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „ცოდნის კვირეული“ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა.


ნანახია: 1634-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბავშვებს წერილები III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმა მიუტანეს
გარდაცვლილი 25 წლის სამხედრო, ზესტაფონის მუნიციპლალიტეტის სოფელ სანახშირეს მკვიდრია.
ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
სამედიცინო ცენტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო

ამინდი