"ბატონო გოგი, იქნებ გვათხოვოთ ჯადოსნური ჯოხი, რომელიც წამში აკეთებს ყველაფერს"
თარიღი : 22-02-2016, 17:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პარტია "თავისუფალი საქართელო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას "ვანოს შოუ"-ში ვიზიტს სტატუსს უძღვნის. ჯავახია აღნიშნავს, რომ სტატუსის დაწერა წულაიას მიერ გადაცემაში გაჟღერებულმა ტყუილებმა აიძულა.
"ცოტა ხნის წინ იუმორისტულ გადაცემაში „ვანოს შოუ“ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი ქალაქის ჯამბაზი-გოგი წულაია. რომ არა ამდენი სიყალბე, ნამდვილად არ გიპასუხებდით იუმორისტულ შოუში გაკეთებულ განცხადებებზე. თავიდან შენი გამოჩენის გამო შემრცხვა გოგი, როცა ტელევიზიით დაგინახე. მერე უკვე იმდენი სისულელე თქვი, სირცხვილისგან მართლა აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. ჯერ ერთი, კულტურის სახლში სახანძრო გახსნესო რომ ოხუნჯობდი, ახალი მთავრობა რა შუაშია? კი მაგრამ, ავტოქარხნელი ვარო რომ იჩემებ, არ გახსოვს რომელი მთავრობის დროს გადააკეთეს აღნიშნული შენობა სახანძროდ? იმ პარტიამ ხომ არა შენ რომ სიებში ჩაგსვა, დეპუტატის მანდატი მოგცა და სიცოცხლის ბოლომდე 500 ლარიანი პენსია დაგინიშნა.
რაც შეეხება მერიაში მომუშავე 1200 კაცს, ძალიან ხომ არ გაბერე ეს ციფრი? იცი თუ არა ადგილობრივი თვიმართველობის კოდექსით 350-ზე მეტი თანამშრომლის მიღება რომ გვეკრძალება. რაც შეეხება პრემიებს, სად წაიკითხე, რომ 2016 წელს ნახევარი მილიონი დარიგდა? საჯარო ინფორმაციის კითხვა რომ არ იცი, ეს ბევრჯერ ვნახეთ. ისე რომ იცოდე ნახევარი მილიონი 2015 წელს 2016 წლის ამ დრომდე არ არის გახარჯული, მაგრამ არაუშავს, იოხუნჯე გოგი, ბოღმიან ტყუილებს ისევ ოხუნჯობა სჯობს. კარგად მოირგე ჯამბაზის როლი და მიაგენი იმ გადაცემას, რომელშიც უნდა იტინგიცო. როგორ გითხრა და სულ ოხუნჯობაში იღებდი ხელფასს, აბა შენი გაკეთებული საქმე ქუთაისში არც არავის ახსოვს. რაც შეეხება გადათხრილ გზებს, გამოგეხედა თვალებში და დაგეყოლებინა აზრი, რომ შენი ქალაქი ვითარდება და სულ მალე 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება. ბატონო გოგი, იქნებ გვათხოვოთ ჯადოსნური ჯოხი, რომელიც წამში აკეთებს ყველაფერს," - წერს ჯავახია.