ქუთაისის მერმა მიუსაფარ ბავშვებს საჩუქრად ფეხსაცმელები გადასცა
თარიღი : 22-02-2016, 16:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

“World Vision- საქართველო“-ს მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში ქუთაისის მერი შოთა მურღულია მივიდა. ქალაქის მერმა დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრად ფეხსაცმელები მიუტანა. გარკვეული რაოდენობის ფეხსაცმელები ქველმოქმედების მიზნით, ქალაქის მერიას სალონმა „პარტნიორმა“ გადასცა. “World Vision-საქართველო“-ს მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი ქუთაისში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე ფუნქციონირებს. ორგანიზაციის ბენეიციარები სახელმწიფო დაფინანსებითაც სარგებლობენ. ორგანიზაციას ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა გასულ წელს ქუთაისის მერიამ გადასცა.
,,მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობს სიკეთე გააკეთოს. ჩვენ მივესალმებით ასეთ აქტივებობს და მხარს დავუჭერთ ყველა კარგ წამოწყებას,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
,,მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობს სიკეთე გააკეთოს. ჩვენ მივესალმებით ასეთ აქტივებობს და მხარს დავუჭერთ ყველა კარგ წამოწყებას,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.