ქუთაისში, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ახალი წევრები ჰყავს
თარიღი : 22-02-2016, 14:43 | კატეგორია: ახალი ამბები

ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები"-ს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მოწესრიგება. ბეტონის საფარი უკვე დაიგო რამდენიმე იმ ოთახში, სადაც ცხოველების შემოწმება და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს. სამუშაოებს ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს.


ცხოველთა მუნიციპალური ძაღლსაფარი შენობის რეაბილიტაციის პარალელურად ფუნქციონირებს. ადგილზე არსებულ ოთხფეხა ცხოველებს ახალი წევრები შეემატათ.


ცხოველთა მუნიციპალური ძაღლსაფარი შენობის რეაბილიტაციის პარალელურად ფუნქციონირებს. ადგილზე არსებულ ოთხფეხა ცხოველებს ახალი წევრები შეემატათ.