Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის გამგებელმა გაფიცულ მეშახტეებს მხარდაჭერა გამოუცხადა

თარიღი : 22-02-2016, 14:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ მეშახტეებთან შეხვედრა გამართა და მათ მოთხოვნებს დეტალურად გაეცნო. გამგებელმა სამუშაო ოთახში ჯერ საგაფიცვო კომიტეტის წევრები მიიღო, მოგვიანებით კი ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილ მეშახტეებს შეხვდა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც მეშახტეებმა განაცხადეს, მათ აქვთ მოთხოვნები, რომლებიც 12 პუნქტით განისაზღვრება. აქედან ძირითადი მოთხოვნები სამუშო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 40% -ით ზრდას უკავშირდება.

რობიზონ გვენეტაძემ შეკრებილ მეშახტეებს განუმარტა, რომ გამგეობა 24 საათიან რეჟიმშია ჩართული იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რაც კომპანიასა და დასაქმებულებს შორის არსებობს. ის მეშახტეებს მხარს უჭერს ყველა იმ სოციალური საკითხის გადაწყვეტაში, რაც მათ კანონის შესაბამისად აქვთ მოთხოვნილი, ხოლო თუ კი ეს გაცდება კანონის ფარგლებს და გადაიზრდება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ის გაემიჯნება ამ პროცესს.

,,აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ნამდვილად სამართლიანი და ლეგიტიმურია. მეშახტეთა მოთხოვნებს, ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ატარებს სოციალურ ხასიათს, ასევე სამუშო პირობების გაუმჯობესებას, ბიულეტენის ანაზღურების წესის შეცვლას, პრემიების განაწილების მეთოდის მორგებას მეშახტეებზე, მთლიანად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ საკითხები, რომლებიც ეხება ფინანსურ პრობლემებს, ხელფასის მომატებას და ქვანახშირის პროდუქციის თვითრეალიზების გაზრდას, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება, ამიტომ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მზად ვართ გავწიოთ შუამდგომლობა. დღევანდელი ხელისუფლების მონაპოვარი არის ის, რომ ბიზნესი და კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კერძო საკუთრების ხელშეშლა და მის მართვაში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა, არსებული პრობლემების დროული გადაწყვეტა უაღრესად მნიშვნელოვანია,“- განაცხადა რობიზონ გვენეტაძემ.

გამგებელმა ასევე აღნიშნიშნა, რომ 23 თებერვალს ტყიბულში ჩამოვა ,,ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ეკონომისტთა ანალიტიკური გუნდი, რომელიც გააკეთებს ფინანსურ ანალიზს რამდენად აქვს კომპანიას შესაძლებლობა გაზარდოს ხელფასები.

,,მე დავპირდი მეშახტეებს, რომ ჩავერთვები კომისიის საქმიანობაში და მაქსიმალურად მივადევნებ თვალს მათ მუშაობას, რათა კომისიამ იმუშაოს გამჭირვალედ და მეშახტეებს არ გაუჩნდეთ ეჭვი და კითხვები, რომ აკლდებათ ხელფასი და არ ხდება შესაბამისი ანაზღაურება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტყიბულისთვის შახტების ფუნქციონირება. ტყიბული პრაქტიკულად დგას ქვანახშირის მრეწველობაზე. მრეწველობის შეჩერება ჩემთვის და ქალაქისათვის დაღუპვის ტოლფასია, ამიტომ თუ მრეწველობის ეს დარგი არ იარსებებს, არ იარსებებს ქალაქიც. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს საკითხეი დარეგულირდეს და ტყიბული თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს,“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.


ნანახია: 1609-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაფიცულ მეშახტეებს ტყიბულში არსებულ ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულები შუერთდნენ.
მეშახტეებს არ აკმაოფილებთ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ის განცხადება, რომლის თანახმად, მინდელის სახელობის შახტის დირექტორი მზად
მეშახტეთა პროფესიული დღე ტყიბულში 1948 წლიდან აღინიშნება.
საჩუქრები ტყიბულის უფასო სასადილოს 100 ბენეფიციარს გადაეცა.
ქუთაისში მაცხოვრებლებმა აქციით ტყიბულის მაღაროებში დასაქმებულთა გაუსაძლისი სამუშაო პირობები და მეშახტეების დაბალი ანაზღაურება

ამინდი