Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საკადრო ცვლილება ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

თარიღი : 22-02-2016, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე მარინა მარჯანიშვილი დაინიშნა. მარჯანიშვილმა სასახლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ია ვერულაშვილი ჩაანაცვლა. ვერულაშვილი წლების განმავლობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

მარინა მარჯანიშვილი სპეციალობით ფილოლოგია. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იქვე მუშაობა დაიწყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით სექტორში უმცროს მეცნიერ-მუშაკად. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას საერო ინსტიტუტ „გელათში“, სადაც ლექციებს კითხულობდა ქართული ენა ლიტერატურის, სასამართლო ეთიკისა და ესთეტიკის საგნებში. 2005 წლიდან მარინა მარჯანიშვილი ხელმძღვანელობს ქუთაისის სასკოლო-თეატრალურ ფესტივალს „N-ოვაცია“-ს. 2009 წლიდან მან შექმნა სასკოლო-ახალგაზრდული დასი „მარჯანიშვილელები“, რომელსაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა. ამასთანავე,7 წლის მანძილზე მოვაწეობდა ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში მსახიობ-მოცეკვავის სტატუსით. არის „IFSAID”-ის (სტუდენტური და მოსწავლე სამოყვარულო თეატრები) საერთშორისო ფესტივალის წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას ჩემს მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის. ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორობა ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. მაქვს ძალიან დიდი გეგმები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე შეესაბამებოდეს თავის ნადვილ სტატუსს,“ - აცხადებს მარინა მარჯანიშვილი.

ცნობისათვის, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალს წარმოადგენს. სასახლეში სწავლა 32 მიმართულებაზე უფასოდ ხორციელდება.


ნანახია: 2543-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებას ქუთაისიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უერთდება.
ყველა წრე, რომელიც სასახლეში ფუნქციონირებს, უფასოა.
კონკურსებში ჩართვა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ.
ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით დაწყებული პროექტის მიზანს 'ვეფხისტყაოსნის' პოპულარიზაცია, სასწავლო

ამინდი