იუსტიციის მინისტრი ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობის პროცესს გაეცნო (ფოტოები ადგილიდან)
თარიღი : 21-02-2016, 14:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისში ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, არქივის ახალი შენობის საერთო ფართი 4030 კვადრატული მეტრი იქნება, დოკუმენტების საცავებს კი, 2805 კვადრატული მეტრი დაეთმობა და კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღიჭურვება.
ქუთაისის ცენტრალურ არქივში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.
ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც მოეწყობა.
მშენებლობისთვის, რომელიც ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ, შპს „საბა კონსტრაქშენმა“ 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დაასრულებს, 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს რუსთავსა და თელავში რეგიონული არქივების ახალი შენობები უკვე აქვს, მარტის დასაწყისში კი სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა ზუგდიდშიც გაიხსნება.