Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

,,ბიზნესმენი ახლო ხედით“- ლელა ქელბაქიანი

თარიღი : 21-02-2016, 11:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.

რუბრიკის მორიგი სტუმარი ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“-ს დამფუძნებელი ლელა ქელბაქიანია.

2002 წლიდან უნივერსიტეტის რექტორი და ხელმძღვანელი იყო. 2014 წელიდან აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში. არის კახიანაურის სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარი და ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეო კომისიის თავმჯდომარე. ამბობს, რომ აქტიური სამოქალაქო და პოლიტიკური ცხოვრების მიუხედავად, ახერხებს დღის მეორე ნახევარი მეგობრებს და ოჯახს დაუთმოს. დროის გამონახვა არ სჭირდება მისი გატაცებისთვის-აინტერესებს ფსიქოლოგია და ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს თითოეული ადამიანის ფსიქოტიპი საკუთარ წარმოდგენებში შექმნას.

,,ძალიან მიყვარს სიმღერა და ჩემი არშემდგარი ოცნების რეალიზებას ვიწყებ, როცა ,,კარაოკეში“ მოვხვდები. ასევე, მიყვარს კულინარიული ექსპერიმენტების კეთება და ამით საყვარელი ადამიანების გახარება,“-განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში ლელა ქელბაქიანმა.

ლელა ქელბაქიანის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება:

ჩემი პირველი სამსახური იყო - 1998 წელს დავამთვრე დოქტორანტურა და ლექციებს ვკითხულობდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პირველი ხელფასი იყო - ლექტორობისდროინდელი ხელფასი. არ მახსოვს, მაგრამ ბევრად უფრო ადრე, როცა საბჭოთა ბავშვობაში მუშაობას გვაიძულებდნენ, მე-8-9 კლასში ყოფნისას, სადრენაჟო ქარხანაში ავიღე 23 მანეთი.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო - ამ გადასახედიდან,როცა დიდი გამოცდილება გაქვს და ამდენი გაქვს გამოვლილი, ძნელია ისაუბრო რას აირჩევდი, მაგრამ რადგან ქიმია ლექტორობის გარდა ვერ გამოვიყენე, ახლა იურიდიულს ავირჩევდი-საქმეში უფრო მჭირდება და თან, ჩემი ბავშვობის სურვილი იყო.

სამსახურში მივდივარ 10-11 საათზე, თუმცა ვამთავრებ გვიან. ბუნებით ,,ბუ“ ვარ და გვიან უფრო პროდუქტიულად ვმუშაობ, ვიდრე დღის განმავლობაში.

სამსახურში დღეს ვიწყებ ფოსტის შემოწმებით და უშაქრო, ლიმნიანი ყავით.

როცა პენსიაზე ვიქნები - სანამ ფიზიკური შესაძლებლობა მექნება, არ ვიქნები ,,პენსიონერი“-სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.მთავარია ჯანმრთელობა და ასაკი არასოდეს შემიშლის ხელს საქმის კეთებაში.

ყველაზე მეტად მეშინია ისეთი ავადმყოფობის, რაც ფიზიკურ უმოქმედობას განაპირობებს.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა - რაც მინდოდა გამეკეთებიანა, იმას უკვე ვაკეთებ. ისეთ სურვილებს არ ვისახავ მიზნად, რომლის ახდენაც შეუძლებელია. ჩემი ოცნებები რეალურია და ამით კომფორტში ვცხოვრობ საკუთარ თავთან.

კარიერის მისაღწევად საჭიროა განათლება, ლიდერული თვისებები და ცოტა გამართლება.

საყვარელი სადღეგრძელო- მართალია დალევა არ მიყვარს, მაგრამ მიყვარს ხვალინდელი დღის სადღეგრძელო, რადგან ,,ხვალ“ ადამიანისთვის საჩუქარია და ყოველი გათენებული ,,ხვალ“ საშუალებას გვაძლევს ის დღე კარგად გამოვიყენოთ.

ინფორმაციას ვიღებ ინტერნეტით.

ახლა ვკითხულობ- ძირითადად კანონპროექტებს. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მხატვრული ლიტერატურისთვის დრო ნაკლებად მრჩება.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი - საქართველო. დიდხანს სხვაგან ვერ ვძლებ. მიყვარს ქართველების ცხოვრების წესი, მაგრამ არ მომწონს ქვეყნის მძიმე სოციალური მდგომარეობა. სხვა ქვეყანა, ალბათ ესპანეთი.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ სახლში.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი სპორტული ცეკვები. სპორტულ ცხოვრებაში დიდად ჩართული არ ვარ, თუმცა ჩემპიონატებს ვადევნებ ხოლმე თვალყურს.

საყვარელი ფილმი -განსაკუთრებულად საყვარელი ფილმი ან ჟანრი არ მაქვს. ამ ბოლო დროს ხშირად ვუყურებ მსუბუქ ფილმებს. სამწუხაროდ,ტრაგედიები უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში გვაქვს და ვცდილობ ფილმებით გადავიდე მძიმე ყოველდღიურობიდან შედარებით უკეთეს სამყაროში.


ნანახია: 3883-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ბიზნესმენი ახლო ხედით . რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და
„ბიზნესბლიცი“- ასე ჰქვია ახალ რუბრიკას, რომელიც იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ topnews.com.ge-მ დაიწყო.
'მკითხველი' ერთი წელია რაც დაარსდა. 'მკითხველი'-ს ოპერატორები მომხმარებლებს სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობენ სხვადასხვა

ამინდი