Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ახალი' პარტია ახალი სახეებით და ახალგაზრდები ქვეყნის განვითარების პრეტენზიით

თარიღი : 21-02-2016, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge

„ახალი“ ახალი პარტიაა, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. ახალგაზრდებით დაკომპლექტებული პარტიის დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ მათ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის ძალა შესწევთ.
უფრო ვრცლად მათ შესახებ, რას აპირებენ მომავალში და რა უპირატესობები გააჩნიათ ქვეყანასი არსებულ სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით? ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.„Topnews” მოძრაობა „ახალის“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან, გიგა ლემონჯავასთან ინტერვიუს გთავაზობთ.


-როგორ გაჩნდა „ახალი“ პარტიის ჩამოყალიბების იდეა?
დავიწყეთ ორგანიზაციით, სადაც ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დავდეთ კონკრეტული გეგმა საქართველოს განვითარების გეგმა სხვადასხვა სფეროის მიხედვით, რის შემდეგაც გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ ამ წერილობითი დოკუმენტის პრაქტიკაში განხორციელება უნდა მომხდარიყო. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვეწყო პოლიტიკური მოძრაობა.

-როგორ მოხდა თქვენი ჯგუფის დაკომპლექტება?

ჩვენს პარტიაში ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული, თუმცა ძირითად ნაწილს ახალგაზრდები წარმოადგენენ. ჩვენთან წარმოდგენილი არიან სხვადასხვა სფეროს სპეცილიალისტი ადამიანები. გვყავს თემატური ჯგუფები. ეს არის ეკონომიკა და გაათლება, კანონის უზენაესობა, ადამიანების უფლებები და ა.შ.

-სამომავლოდ კონკრეტული სამოქმედო გეგმა თუ გაქვთ გაწერილი?

სამოქმედო გეგმა რა თქმა უნდა, არსებობს და მას მივყვებით ნაბიჯ ნაბიჯ. გვაქვს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. ამ ეტაპზე კი ორგანიზაციული სტრუქტურების ფორმირების პროცესში ვართ, რათა საქართველოს მუნიციპალიტეტებს წარვუდგინოთ ის ჯანსაღი ხედვები, რასაც პარტია ემსახურება.

-რა განსხვავებაა თქვენსა და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის?
განსხვავება მრავალია, მაგრამ მათ შორის ერთს გავუსვამდი ხაზს: ჩვენ ვართ დასავლური ტიპის ორგანიზაცია ანუ ჩვენთან დიდ ყურადღებას ვაქცევთ პარტიულ დემოკრატიას, რაც ნიშნავს, რომ ყველას აქვს ამა თუ იმ პოზიციაზე მოხვედრის თანაბარი შესაძლებლობა. პარტიული წინსვლისა და კარიერული განვითარების საშუალება ჩვენთან უფრო მაღალი არის, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში. მეორე უპირატესობა ჩვენი ორგანიზაციის დამოუკიდებლობაა. ჩვენ გვინდა შევქმნათ პრეცენდენტი, როდესაც ახალგაზრდები მუშაობენ თავიანთი თავის განვითარებაზე, იღებენ გამოცდილებას, მუშაობენ სახელმწიფოზე და არა კონკრეტულ პირებზე. გარდა ამისა, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან განსხვავება კონმეტენციასა და დინამიკაშიც არის. პროგრამა, რაც ჩვენ გვექნება, იქნება ყველაზე უფრო შესაბამისი ქვეყნის მოთხოვნებთან.

-დამისახელეთ თქვენი პარტიის ის პრიორიტეტები, რის გამოც თვლით, რომ ამომრჩეველმა თქვენზე უნდა გააკეტოს არჩევანი.
ჩვენ ვფიქრობთ,რომ არამარტო პოლიტიკურ ორგნიზაციას, არამედ სახელმწიფოს სჭირდება იდეა. ჩვენს შემთხვევაში ეს იდეა არის საქართველო, როგორც თავისუფლების და განათლების ცენტრი. ვფიქრობთ, რომ ეს ორი ღირებულება არის ის, რაზეც უნდა აშენდეს ახალი ქართული სახელმწიფო. მგონია, რომ ის პრობლემები, რაც ახლა გვაქვს, სწორედ ამ ორის დეფიციტით არის გამოწვეული. ზოგადად დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქვეყანა ტრიალებს ერთი და იგივე წრეზე. ეს არის დიდი მოლოდინების, დიდი იმედების, გაცრუებებისა და დიდი პროტესტების წრე, ეს არის დაპირისპირებისა და შურისძიების წრე. ის ჯგუფი, ვინც საზოგადოება უნდა გამოიყვანოს ამ ჩაკეტილი წრიდან, არიან ახალგაზრდები. არიან ახალი სახეები, რომლებსაც არავის მიმართ შურისძიება არ ამოძრავებთ. უნდა გავხსნათ სივრცეები ახალგაზრდებისთვის და მათ უნდა მივცეთ შანსი, რადგან ეს პროცესი არის ძალიან ჯანსაღი.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 5263-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვაშაძის განცხადებით, მის პოლიტიკურ გუნდს აქვს გეგმა, რომელიც ქუთაისს სრულიად ახალ პერსპექტივას მოუტანს.
Topnews.com.ge გთავაზობთ ინტერვიუს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან.
მათი თქმით სახელმწიფო უფრო დემოკრატიული, დინამიური, კომპეტენტურ და ხალხზე ორიენტირებული უნდა გახდეს.
შეხვედრაზე 'ახალი პოლიტიკური ცენტრის' წარმომადგენლებმა ქვეყნის განვითარების თავიანთი ხედვებზე ისაუბრეს.

ამინდი