"არც პარლამენტიდან წავალ, არც პოლიტიკიდან და არც პარტიიდან"

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მისამართით გაგზავნილი ღია წერილის შემდეგ, სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს.
ჩაფიძის თქმით, ის მზად იყო, რომ თუ ტყიბულის მუნიციპალიტეტს ხელისუფლება სათანადო ყურადღებას მიაქცევდა, პოლიტიკიდან წასულიყო, თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში წერს, მის შეთავაზებაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
"ბევრი ადამიანი მირეკავს და მწერს. პირველ რიგში, მადლობა ყურადღებისა და თანაგრძნობისათვის. ვისაც გაეხარდა ჩემი განცხადება, მათ გასაგონად ვამბობ, რომ მე შევთავაზე ჩემთან მებრძოლ გოლიათ პოლიტიკოსებს, თუ ჩემს გამო უკეთებთ ამას ტყიბულს, მზად ვარ, წავიდე, ოღონდ მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭეთ-თქო. ჯერჯერობით ეს თხოვნა არ შესრულებულა. ამიტომ არც პარლამენტიდან წავალ, არც პოლიტიკიდან და არც პარტიიდან, რომლის წესდება ჩემი ხელმოწერითაა რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში. გავაგრძელებ პოლიტიკურ ბრძოლას. მჯერა გამარჯვების. ერთმა კეთილშობილმა ქალბატონმა მომწერა: ელისო, შენს გვერდით ვართ ხალხი და სიმართლეო.... ასე რომ, ფსბეს და ცეკას ინტრიგანებს უფრო ადრე არ მოუწიოთ პოლიტიკიდან წასვლა,"- წერს ჩაფიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის ჩაფიძე ხელისუფლებას თხოვს, კიდევ ერთხელ გადაიხედოს მთის კანონი, რადგან ტყიბულის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიანი ზონის სტატუსი შეუჩერდა,. შესაბამისად, ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლში, რომლის თანახმად მეშახტეების შემოსავალი 10%-ის ნაცვლად 20%-ით იბეგრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტყიბულის მაჟორიტარმა ელისო ჩაფიძემ, გუშინ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლის ადრესატებიც პრემიერ პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი არიან.