Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები გრძელდება

თარიღი : 20-02-2016, 14:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. საქველმოქმედო აქციის მიმდინარეობას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი, ხოლო მხარდამჭერი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები იმერეთის რეგიონში უკვე ჩაუტარდათ საჩხერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს. აქცია მომავალშიც გაგრძელდება და მხარის ყველა რაიონს მოიცავს. პროექტის მიზანს რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი იმერეთის გუბერნიასთან ერთად კიდევ ერთ პროექტს "ჯანსაღი იმერეთი" ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც კომპეტენტური მედპერსონალი საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების ოჯახის ექიმებს ონლაინ კონსულტაციებს გაუწევს.


ნანახია: 2412-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის ფარგლებში, მოქალაქეებისათვის უფასო იქნება როგორც გამოკვლევები, ისე ანალიზები.
სოფელ პერევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამბულატორია გაიხსნა, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით რამდენიმე სოფლის
გამოკვლევები ბზვანის საჯარო სკოლის შენობაში დილიდან დაიწყო.
მემორანდუმის ფარგლებში დღეს პირველი პროფილაქტიკური გამოკვლევები განხორციელდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს პირველი გასვლითი სხდომა გაიმართა.
მთელი დღის განმავლობაში სოფლის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროპათოლოგისა და თერაპევტის სათანადო

ამინდი