ტყიბულში გაუჩინარებულ 25 წლის მამაკაცს დედა 40 დღეზე მეტია უშედეგოდ ეძებს

ტყიბულში გაუჩინარებულ 25 წლის მამაკაცს დედა 40 დღეზე მეტია უშედეგოდ ეძებს.
დაკარგული ახალგაზრდის ალექსანდრე ყვავაძის დედის, გუგული ყვავაძის თქმით, გასული წლის 31 დეკემბერს მისი შვილი ექიმთან წავიდა, თუმცა მას შემდეგ კვალი დაიკარგა.
გაუჩინარებული ალექსანდრე ყვავაძის დედისთვის უცნობია, თუ სად შეიძლება იყოს მისი შვილი.
„6 თვის იყო, როცა მეუღლე გარდამეცვალა და მარტომ გავზარდე. ერთადერთი შვილია. არ ვიცი სად შეიძლება წასულიყო. სულ ტელეფონში და სოციალურ ქსელში იყო ჩართული, ნეტავ ვინმე ხომ არ გაიცნო და თურქეთში ხომ არ წაიყვანა. არ ვიცი, სხვა აზრი არაფერი მომდის თავში. ქალაქში როცა გავუშვებდი, ყოველ ერთ საათში მირეკავდა, დედა ახლა აქ ვარ, ახლა აქო, ასე სად უნდა წასულიყო ისე, რომ თითქმის 2 თვეა არ გამოჩენილა. სამართალდამცველები ეძებენ, ვერ ვიტყვი რომ არ ეძებენ, თუმცა ფაქტი სახეზეა, ჩემ შვილს ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს ვერ პოულობენ,“ - აცხადებს გუგული ყვავაძე.