ქუთაისში, გორას დასახლებაში არსებულ სახიფათო მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან
თარიღი : 20-02-2016, 00:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, გორას დასახლებაში გაჩენილი მცოცავი მიწისა და ნაპრალების გამოკვლევა მალე დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მალხაზ ბასილაძის თქმით, სახლების მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა და მათი შესწავლა დროულად მოხდება.
„სავარაუდოდ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად მოვიწვევთ სპეციალისტებს და განვახორციელებთ ტერიტორიის შესწავლას,“ -ამბობს ბასილაძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მზადდება წერილი,რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროში გადაიგზავნება.
ცნობისთვის, ქუთაისში, გორას დასახლება შესაძლოა მიწისქვეშ აღმოჩნდეს. აღნიშნულის მიზეზი დასახლებაში გაჩენილი მცოცავი მიწა და ნაპრალებია. პრობლემის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.