Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პიროვნული განვითარების აკადემია," - ქუთაისის სკოლებში ახალი პროექტი იწყება

თარიღი : 19-02-2016, 22:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
არაფორმალური განათლება პროექტის "პიროვნული განვითარების აკადემია" სახით ფორმალური განათლების სივრცეში, საჯარო სკოლებში შედის. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სკოლის მოსწავლეები, საჯარო სკოლის დირექტორები, მერიის ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის უფროსი და სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ქუთაისის სამ საჯარო სკოლაში №1, №2, №32 იწყებს საპილოტე პროექტის განხორციელებას სახელწოდებით „პიროვნული განვითარების აკადემია“. აღნიშული პროექტი პროგრამის „RICDOG training centre”–ის ფაგლებში ჩატარდება.

პროექტის „პიროვნული განვითარების აკადემიის“ მიზანს სკოლის მოსაწვალეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება წარმოადგენს. პროექტი 4 თვიანია და იგი ყოველ კვირა დღეს ერთმანეთის პარალელურად სამ საჯარო სკოლაში ჩატარდება. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის ტექნიკა, ჯგუფური და ლიდერული მუშაობა, კონფლიქტების მართვა და პიროვნული განვითარება. თითო სკოლაში ტრენინგს გაივლის 20 აღსაზრდელი, ჯამში 60 მოზარდი დატრენინგდება.

ტრენინგებს ჩაატარებენ: ნუგზარ კოხრეიძე - RICDOG დამფუძნებელი/თავმჯდომარე; გვანცა თოთაძე - RICDOG გენერალური მდივანი, ჟურნალისტი; აკაკი საღინაძე – პროექტის „პიროვნული განვითარების აკადემია“ კოორდინატორი.

„პიროვნული განვითარების აკადემია“ ქუთაისის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტია.

პილოტური კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სამეცნიერო –ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ გეგმავს ქუთაისში არსებული საჯარო სკოლების დაფარვას. დღესვე, შეხვედრის ბოლოს განმხორიელებელ ორგანიზაციასა და პროექტის მხარდამჭერებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.


ნანახია: 2503-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიზანს მოსწავლეების, მათი მშობლების დატრენინგება და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება წარმოადგენს.
იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი 'თაობათა დიალოგია' (RICDOG).
RICDOG-ი მცირე ბიზნესითა და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროექტს იწყებს.
RICDOG პროექტის-'ჯადოსნური წრე' მეორე ფაზა დასრულდა.
შეხვედრა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება.
„ახალგაზრდული ბანაკი 2015“, -ასე ჰქვია ბანაკს, რომლის ხანგრძლივობა 6 თვეა და ის 18 წლიდან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეხებათ.

ამინდი