რატომ აგვიანებენ სასწრაფოები გამოძახებაზე?

ქუთაისში მაცხოვრებლები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამენ. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, გამოძახებისას სასწრაფო დახმარება დროულად არ მოდის, რაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და ადამიანის გარდაცვალებასაც იწვევს.
Topnews-მა აღნიშნული თემა საზოგადოების დიდი ინტერესის მიზეზით გამოიკვლია და ამავე საზოგადოების კითხვებზე პასუხების გაცემას შეეცადა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობით უკმაყოფილო ერთ-ერთი მოქალაქე ვეფხვია მიქაუტაძე იმ ფაქტს იხსენებს, რომელიც ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მოხდა. კერძოდ, აღნიშნულ ქუჩაზე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.
„სახლში ვიყავი მეზობლებმა რომ დამიძახეს და მთხოვეს,112-ში დამერეკა. ასეც მოვიქეცი, დავრეკე და მათ ვუთხარი, რომ პაციენტს გული აწუხებდა.მალევე ჩავედი ქვემოთ და ვნახე, რომ მამაკაცი თითქმის გარდაცვლილი იყო. შემდეგ ხელახლა ჩემი მობილურიდანაც გავაკეთე გამოძახება და დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანების შემდეგ მოვიდა სასწრაფო, მაგრამ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო,“- ამბობს ვეფხია მიქაუტაძე.
ფაქტს უარყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი ამირან გოგიტიძე ამტკიცებს, რომ სასწრაფოს ბრიგადას ადგილზე არ დაუგვიანია და შემთხვევის ადგილზე მისვლა გამოძახებიდან მალევე, ოპერატიულად მოხდა.
„ამ საკითხთან დაგავშირებით გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია, რომ სასწრაფო ბრიგადამ დაიგვიანა. ზარის შემოსვლიდან ადგილზე მისვლის შესაბამისი დროები პროგრამულად, არის განსაზღვრული. სასწრაფო დახმარების ოპერატიულად მისვლისთვის ითვლება 15 წუთი, მაგრამ როდესაც ეს შემთხვევა დაფიქსირდა, ზარის დარეკვიდან არა 15, არამედ 13 წუთში სასწრაფოს ბრიგადა შემთხვევის ადგილზე უკვე მისული იყო,“- აცხადებს სამსახურის ხელმძღვანელი.
მირიან გოგიტიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაუდებელ გამოძახებაზე დაგვიანების ფაქტი თითქმის არ არსებობს. მისივე თქმით, ამ ყველაფერს სამედიცინო ბრიგადების მართვის სისტემა აკონტროლებს, სადაც დეტალურად აღინიშნება გამოძახების, ბრიგადის გასვლის და სასწრაფოს ადგილზე მისვლის დროები. ამირან გოგიტიძე ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს, რაც მისი თქმით, სეზონური ვირუსების დროს სასწრაფოს ბრიგადების არამიზნობრივ გამოძახებებს უკავშირდება. მისი თქმით, ეს ის ფაქტია, რომელიც ბევრ პრობლემას იწვევს, მათ შორის სასწრაფოს ბრიგადების გამოძახების გადატვირთვას.
„იმ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, ჩვენ არამც და არამც არ ვაგვიანებთ. მაგრამ ავიღოთ სეზონური გრიპების გამოძახებები, რეალურად სასწრაფოს იძახებენ იმიტომ, რომ ექიმმა პაციენტი უბრალოდ გასინჯოს. სინამდვილეში კი მათ სასწრაფო კი არა ან ოჯახის ექიმი ან პლიკლინიკაში მისვლა ესაჭიროებათ. ასეთი ფაქტები ზრდის გამოძახებების რიცხვს. მოსახლეობას ვთხოვთ, არამიზნობრივად ნუ გამოიძახებენ სასწრაფოს,“-აცხადებს გოგიტიძე.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის არგუმენტების პარალელურად, მოსახლეობა კიდევ ერთ გარემოებაზე საუბრობს, რაც მათი აზრით, სასწრაფოს დაგვიანების უმთავრესი მიზეზია. საუბარია ახალ სისტემაზე, რომელიც 2013 წლიდან დაინერგა და რომელიც სასწრაფოს გამოძახების ადგილზე მისვლას ტერიტორიული სიახლოვის მიხედვით განსაზღვრავს. თუმცა სასწრაფო დახმარების სამსახურში აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებენ.
„რეალურად ის არ არის პრობლემა ადამინი ქუთაისში დარეკავს თუ თბილისში, ეს ერთი და იგივეა. ქუთაისის ბრიგადების მართვა ხდება თბილისიდან. სამედიცინო ბრიგადები გამოძახებაზე მიდიან ტერიტორიული სიახლოვის მიხედვით და არა რაიონის მიხედვით. მაგალითად, ქუთაისს ემსახურება 10 სამედიცინო ბრიგადა. არის შემთხვევები, როცა 10-ივე ბრიგადა დაკავებულია. ამ დროს თავისუფალი შეიძლება იყოს უახლოესი წყალტუბოს ან ბაღდათის ან სხვა ბრიგადა,რომელიც მოემსახურება გამოძახებას. ადრე ქუთაისში იყო სადისპეჩერო ჩვენ რომ პარალელი გავავლოთ, ეს სისტემა გაცილებით ეფექტურია მოსახლეობისთვის, ვიდრე მანამ იყო," - აცხადებს ამირან გოგიტიძე.
მარუსა ხურციძე