ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად სპეც.ტექნიკა შეიძინეს
თარიღი : 19-02-2016, 17:14 | კატეგორია: ახალი ამბები

ჭიათურის მუნიციპალიტეტმა 485 100 ლარის ღირებულების 2 ერთეული სპეცტექნიკა (JSB -ს ტიპის ექსკავატორ-დამტვირთველი და ეგრეთ წოდებული გრეიდერი YTO Gader PY220C-2) შეიძინა. ახლადშეძენილი ტექნიკა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულა და მათ შესაძლებლობებსაც გაეცნო.
,,ამ ტექნიკის საშუალებით მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას უფრო ეფექტურად და ხარისხიანად შევძლებთ. ის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება, როგორიცაა შიდა საუბნო გზების მოპირკეთება, სანიაღვრე არხების გაჭრა, თუ თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა," - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად ცდილობს შეიძინოს ყველა აუცილებელი და საჭირო ტექნიკა.