Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გარემოს დამბინძურებელი მოქალაქე გამოავლინეს

თარიღი : 19-02-2016, 14:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ქუთაისში ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქემ ღია წესით დაწვა რეზინისა და პლასტმასის ნარჩენები.

"ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.

განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის ბოლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთ წოდებულ სმოგს; ნიადაგის ზედა ფენაში კი მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება.

ხშირად კოცონში ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც. პოლიეთილენის პაკეტის, პლასტიკური ბოთლის და მსგავსი ნარჩენების წვის დროს წარმოიქმნება მთელი რიგი ტოქსინები, ხოლო ქლორთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოიყოფა დიოქსინები. ყოველივე ეს იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას, ღვიძლის დაზიანებას. აგრეთვე, კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებებთან,"– ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 1520-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს და აცხადებს, რომ ე.წ. ჭიაკოკონობასთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 1-ლი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის

ამინდი