Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქართველები თავს იმტვრევენ იმის გასაგებად, საიდან გაჩნდა კახეთში გაზის უზარმაზარი მარაგი"

თარიღი : 19-02-2016, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
გავლენიანი აზერბაიჯანული გამოცემა „კასპიი“ საქართველოში გაზის საბადოს აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ „გაზპრომთან“ წარმოებულ მოლაპარაკებებს ეხმაურება.

გთავაზობთ მასალის შემცირებულ ვერსიას:

საქართველოდან მოსული ახალი ამბები ძირითადად გაზის თემას ეხება: ოფიციოზი უარყოფს, რომ რუსულ „გაზპრომ“-თან მოლაპარაკებაში არანაირი პოლიტიკური კონტექტსი არ დევსო, პარალელურად კი ქართველი ჩინოვნიკები თეირანში ირანული გაზის იმპორტ-ექსპორტის საკითხებს არკვევენ. თუმცა ეს ყველაფერი ფერმკრთალდება იმ ახალი ამბავის ფონზე, რომელიც ამერიკული კომპანია „ფრონტერა რისორზ“-ისგან მოდის: გამოცხადდა, რომ კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე, კახეთის რეგიონში, გაზის დიდი მარაგია აღმოჩენილი, დაახლოებით 5 ტრილიონი კუბმეტრი.

ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საკითხების კომენტირებისათვის გაზეთ „კასპიის“ კორესპონდენტმა რომან ტემნიკოვმა ქართველ ექსპერტებს მიმართა.

თენგიზ აბლოთია, პოლიტიკური მიმომხილველი:

არავინ არ აყენებდა ეჭვის ქვეშ აზერბაიჯანის პრიორიტეტს საქართველოს გაზით უზრუნველყოფის საკითხში, ვარაუდების დონეზეც კი, რადგან რუსულ „გაზპრომს“ მეტიც რომ მოეცა ჩვენი ქვეყნისათვის, ეს მაინც ნაკლები იქნებოდა აზერბაიჯანთან შედარებით... ასე რომ, „გაზპრომ“-თან ერთად თუ მის გარეშე, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, მათ შორის გაზით მომარაგების სფეროში.

რაც შეეხება კახეთის გაზს, ეს სრული მონაჩმახია. ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ გაუგებარი მოტივებით ყოველწლიურად საქართველოში გაზის გიგანტური მარაგის აღმოჩენის ფაქტს აცხადებს ხოლმე. აი, სულ ახლახან „ფრონტერას“ განცხადებებმა უკვე ტრილიონებს მიაღწია. საქმე თუ ასე წავა, მალე, ალბათ, აღმოჩნდება, რომ საქართველო კვადრილიონი გაზის მფლობელი გახდება. რატომ აკეთებენ ამას ამერიკელები, სრული გამოცანაა. მთელი ქვეყანა თავს ვიმტვრევთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხვდებით.

რაც შეეხება ირანს, აქ ჯერ კიდევ გასარკვევია, რა საკითხებზე მიდის მოლაპარაკება. ზოგადად, თუ საქართველო ირანული ენერგოშემცველების ევროპაში გასატანად ტრანზიტული ქვეყანა გახდება, კარგია - რატომაც არა? განა რა ისეთი მიზეზები გვაქვს, რომ უარი ვთქვათ? ჯერ ერთი, რომ ეს არანაირად ხელს არ შეუშლის აზერბაიჯანული გაზის ექსპორტს - ორივეზე მოთხოვნა იქნება; მეორე - ირანული გაზის ექსპორტის ერთ-ერთმა მარშრუტმა შეიძლება აზერბაიჯანზე გაიაროს, რადგან სომხური მიმართულება პრობლემებთანაა დაკავშირებული - ამ რესპუბლიკაში რუსული ფაქტორი ძალიან ძლიერია. მოკლედ, რას გადაწყვეტს თეირანი, ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, მაგრამ თუ გადაწყდება, ეს მომგებიანი იქნება ყველა მხარისათვის - თბილისათვის, თეირანისათვის და ბაქოსთვისაც. უარის თქმის მიზეზი არ არსებობს.

დიმიტრი ავალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ რომ „გაზპრომ“-თან მოლაპარაკება მხოლოდ ტექნიკური საკითხია და დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთო, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის - ყველასათვის ცნობილია, რომ „გაზპრომი“ კრემლის პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამიტომ, მთავრობამ, უმჯობესია, ხალხს სიმართლე უთხრას.

„ფრონტერას“ მიერ გაზის მარაგის აღმოჩენა საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მიერ არ დადასტურებულა - არც ოფიციალური უწყებებისა და არც დამოუკიდებელი წყაროებისაგან. არის აზრი, რომ ეს ინფორმაცია „ფრონტერამ“ სპეციალურად გაავრცელა, რომ მისი აქციების კურსი გაზრდილიყო.

რაც შეეხება საქართველოში ირანიდან გაზის მოწოდების საკითხს, დღესდღეობით ეს საკითხი არ განიხილება. ასეთი გეგმები რომც იყოს, მათი რეალიზებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. სომხეთი აცხადებს, რომ ტრანზიტისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს, მაგრამ მხედველობაშია მისაღები, რომ მილსადენი რუსულ „გაზპრომს“ ეკუთვნის, ანუ აუცილებელი გახდება მოლაპარაკების წარმოება არა მხოლოდ სომხეთთან და ირანთან, არამედ მოსკოვთანაც. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა არა როგორც ლოჯისტიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

http://www.newspress.ge/


ნანახია: 2208-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეზღუდვები დღეს, 03:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.

ამინდი