20–21 თებერვალს საქართველოში ნალექია მოსალოდნელი
თარიღი : 19-02-2016, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები

18 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში იქნება +9, +14, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსი.
19 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს (ბარში ხვალ დღისით +1, +6 გრადუსამდე), დასავლეთ საქართველოში კი თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.
20-21 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოში +3, + 8 გრადუსი.