გოგა ხაჩიძე დეპუტატებს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც დეპუტატი გოგა ხაჩიძე პარლამენტარებს (sms) შეტყობინებას უგზავნის და მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.
„მართლაც ვიმედოვნებ, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც წერტილი დაესმება ამ საკითხს საქართველოში,“-აცხადებს მიმართვაში გოგა ხაჩიძე.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ მოსახლეობას პარლამენტის წინ კანონპროექტის მხარდამჭერ აქციაზეც ეპატიჟება.
შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის „ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩი"-ს მიერ ინიცირებულ კანონს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ. კანონის მიღების შემთხვევაში, მარიხუანის განმეორებით მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება.
მარუსა ხურციძე