ქონებების გასხვისებით ქუთაისის ბიუჯეტი სოლიდურ შემოსავალს ელოდება
თარიღი : 18-02-2016, 13:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი 54 ახალი ობიექტით გაიზარდა. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა როგორც შენობა-ნაგებობებ, ისე მიწის ნაკვეთებს მოიცავს.
,,აღნიშნული ობიექტების პრივატიზებისთვის აუქციონი ჯერ არ გამოცხადებულა. ჩამონათვალში იგეგმება სხვა ობიექტების დამატებაც და ვფიქრობთ, რომ ამ ობიექტების პრივატიზებით ადგილობრივ ბიუჯეტში სოლიდური თანხა შემოვა, მაგრამ რადგან შესყიდვა ღია წესით ხდება, სავარაუდო შემოსავალის დასახელება ცოტა გაჭირდება,“-განაცხადა TOPNews.com.ge-სთან საუბარში ქუთაისის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა დავით გოგრიჭიანმა.
ამ დროისთვის მერიის ბალანსზე 621 შენობაა, რომელთა აუქციონზე გატანა ეტაპობრივად მოხდება.