Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თურქეთში მცხოვრები ქართველის სულისშემძვრელი ისტორია

თარიღი : 17-02-2016, 20:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თურქეთში მცხოვრები ქართველების განცდები და ემოციები. რამდენად შენარჩუნებულია მათში ქართული ენის კულტურა, ლიტერატურა და ფოლკლორი. როგორია მათი შემოქმედება და საქართველოსთან კავშირი?,- აღნიშნულ საკითხებზე Topnews.com.ge წიგნის-„ქართულენოვანი ზეპირსიტყვიერება და მწერლობა თურქეთში“ ავტორს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და სრულ პროფესორს, ავთანდილ ნიკოლეიშვილს ესაუბრა.

წიგნის გამოცემამდე ავთანდილ ნიკოლეიშვილი და მისი მეგობრების დიდი გუნდი უკვე მრავალჯერ სტუმრობდნენ თურქეთს. თურქეთის ქალაქებში მრავალჯერ განხორციელებული ექსპედიციების შედეგად კი ასევე მრავალ წიგნსა და დოკუმენტურ ფილმს ჩაეყარა საფუძველი.

წიგნიდან-„ქართულენოვანი ზეპირსიტყვიერება და მწერლობა თურქეთში“ საინტერესოა ერთი ისტორია, რომელსაც წიგნი ავტორი იხსენებს. ისტორიის მიხედვით, 2015 წლის აგვისტოს, ჯგუფი თურქეთის ზღვისპირეთში იყო წასული იქ მცხოვრებ ქართველებთან შესახვედრად და ახალი მასალების მოსაძიებლად. სინოპის ნახევარკუნძულზე ჩასული ქართველებისთვის იქაური სათვისტომოს ხელმძღვანელს უთქვამს, რომ აუცილებლად ენახათ სინოპთან მოშორებით ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქართველი ქალი, სახელად აიშე წიგნაძე. მკვლევარები ასეც მოიქცნენ და ქართველებით მრავლად დასახლებულ კუნძულზე ამ ქალის ძებნა დაიწყეს. ქალბატონი მალევე იპოვეს და მისი ისტორიაც დაწვრილებით მოისმინეს.

„ეს ქალბატონი 60 წელს გადაცილებული იყო და შესანიშნავად საუბრობდა ქართულად. მან ასეთი რამე გვიამბო: ვიდრე მუსლიმი აიშე საქართველოში წამოვიდოდა, 20 დღით ადრე სიზმარი ენახა, თითქოს რომელიღაც ქრისტიანულ ტაძარში იყო შესული და ლოცულობდა. ის არასოდეს იყო ნამყოფი ტაძარში და არც ქრისტიანული ლოცვა იცოდა, ამიტომ ამ სიზმრისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ცოტა ხნის შემდეგ იგი თბილისს ეწვია. მასპინძლებმა მრავალი რამ დაათვალიერებინეს, მათ შორის მცხეთის ჯვრის მონასტერიც. აიშე იხსენებს: „როდესაც მივედი მონასტერთან და დავინახე, გაოცებულმა ვთქვი, რომ მე აქ ნამყოფი ვარ და ნალოციც მაქვს ამ ეკლესიაში. ჩემი ნათქვამი ყველას გაუკვირდა და მითხრეს: რას ამბობ აიშე, საქართველოში ხომ პირველად ხარო. ტაძრის წინ მდგომმა მათ ვუთხარი: თუ ჩემი არ გჯერათ, შემიძლია მონასტრის ინტერიერი აღვწერო-თქო და ასეც მოვიქეცი. ეკლესიაში ყოველი ნივთისა და ქვის მდებარეობა ვთქვი. როდესაც ისინი შიგნით შევიდნენ, გაოცდნენ, რადგან მე დეტალურად მქონდა აღწერილი ყველაფერი.“

ეს ისტორია თბილისში მალევე გახმაურდა და საქართველოს პატრიარქის ილია მე-2-ის ყურამდეც მივიდა. ილია მეორემ უმალვე მოინდომა ამ ქალბატონთან შეხვედრა. აიშე ამბობს: „როდესაც პატრიარქი დავინახე, მაშინვე მისკენ გავიქეცი, გულში ჩავეკარი და ცრემლები წამსკდა. მასაც ცრემლები მოადგა თვალს და მაშინვე მითხრა, „დღეს მე შენ უნდა მოგნათლო, დღეიდან შენ არა აიშე, არამედ-ნანა იქნები.“ ასეც მოხდა. აიშე ქრისტიანად მოინათლა. მონათვლის შემდეგ პატრიარქმა ქალს „ახალ აღთქმასთან“ ერთად თავისი დედის კუთვნილი ხის ჯვარი აჩუქა... ამ ისტორიის მოყოლისასაც აიშეს ის გულზე ეკეთა და გვანახა კიდეც.

აქვე მოხდა საინტერესო ფაქტიც. როდესაც აიშე თურქეთში ბრუნდებოდა, ავტობუსში ასასვლელად ფეხი ვერ დაუმორჩილებია. ხალხი ეძახდა, აიშე ამოდი, გვაგვიანდებაო. მას კი ადგილიდან დაძვრა არ შეეძლო. საბოლოოდ იგი ხელში აყვანეს და ჩასვეს ავტობუსში. წამოსვლისას ქალს ქართული მიწა წამოუღია თან და დაუბარებია: „თუ მე თურქეთში გარდავიცვლები და იქ უნდა დამმარხოთ, ქართული მიწა დამაყარეთ გულზე,“ - ო“,-აცხადებს წიგნის ავტორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი Topnews.com.ge-სთან საუბარში.

ქართველებზე მსგავსი ისტორიები ავთანდილ ნიკოლეიშვილის წიგნში მრავლადაა. როგორც ირკვევა, ბევრ იქ მყოფ ქართველს ქართული არც კი ესმის, თუმცა მიუხედავად ამისა, სამშობლოს პატრიოტებად რჩებიან. თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ქართულად წერენ, მღერიან და ლოცულობენ, თუმცა თურქეთში არსებული „პატარა საქართველოს“ მიტოვებასა და სამშობლოში დაბრუნებაზე არ ფიქრობენ.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 6889-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თურქეთში 4-კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა.
თურქეთში, წამებით მოკლული 34 წლის ქართველი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვალითის მკვიდრია.
ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებს და იურისტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

ამინდი