ჭომის დასახლებაში სახლი ხანძრისგან დაწვას გადაურჩა

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
როგორც TOPNews.com.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი სახლის მცირე ნაწილს შეეხო და მისი ლოკალიზება ადგილზე მისულმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ დროულად შეძლო.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.