ქუთაისის მერიამ ხანდაზმულთა პანსიონატს საჩუქარი გადასცა
თარიღი : 17-02-2016, 17:19 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საფიჩხიის მაჟორიტარ ნიკოლოზ ლატარიასა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ერთად, წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრა. პანსიონატს საჩუქრად ქალაქის მერის მიერ დაპირებული საცხობი ღუმელი გადაეცა. ქუთაისის მერმა პანსიონატის ერთ-ერთ ბენეფიციარს, 86 წლის ნელი ბაკურაძეს დაბადების დღე მიულოცა. ნელი ბაკურაძეს, რომელიც ლექსებს წერს, შოთა მუღულია რამდენიმე კვირის წინ კრებულის გამოცემას დაპირდა. დანაპირები კი დღეს იუბილეზე, სიურპრიზის სახით გადასცა.
,,ჩვენ პანსიონატის ხშირი სტუმრები ვართ და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც აქ ცხოვრობენ. გასულ წელს პანსიონატისთვის ის ტექნიკა შევიძინეთ, რომელსაც საჭიროებდნენ. წელს მათ მოითხოვეს საცხობი ღუმელი, რომელიც დღეს გადავეცით საჩუქრად. ჩემთვის ასევე ორმაგად სასიამოვნოა აქ სტუმრობა, რადგან ერთ-ერთ ბენეფიციარს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოვუწყვეთ,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ