"სპეციალური სერვისები" ქუთაისში ძაღლსაფარის მოწყობას აგრძელებს
თარიღი : 17-02-2016, 14:17 | კატეგორია: ახალი ამბები

ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები"–ს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. იქ, სადაც ძაღლებისთვის ამბულატორიული ოთახები უნდა განთავსდეს, ბეტონის საფარი დაიგო. სამუშაოებს ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს.