Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მთავრობას შრომით ექსპლოატაციაზე ზედამხედველობის განხორციელებისაკენ მოუწოდებენ

თარიღი : 17-02-2016, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი , რომელიც შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შექმნას ისახავდა მიზნად.

კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებს დაემატა შრომის პირობების შემოწმება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით.  კანონმა ასევე დაადგინა მთავრობის ვალდებულება, 2016 წლის 1 იანვრამდე მიეღო აღნიშნული სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი, თუმცა ეს ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

მიღებული ცვლილება, განსხვავებით მოქმედი პრაქტიკისგან, გამონაკლისის სახით, უფლებას აძლევს შრომის ინსპექციას კერძო სუბიექტის თანხმობის გარეშე შევიდეს საწარმოში იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ინსპექტირებისათვის. მიუხედავად ასეთი უფლებამოსილების განსაზღვრისა,EMC-მ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება შეაფასა , როგორც ნაკლებ ეფექტური ნაბიჯი, ვინაიდან, ის არ გვთავაზობს „შრომითი ექსპლუატაციის“ ცნების განმარტებას და ვერ ქმნის ქმედით მექანიზმებს შრომითი ექსპლუატაციის დამკვიდრებული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

მართალია, საკანონმდებლო ცვლილებით წარმოდგენილი  მექანიზმი ხარვეზულია, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ამ წესის  დაუყოვნებლივ მიღებას, რამდენადაც ის ადგენს საგამონაკლისო შესაძლებლობას კანონით განსაზვრულ შემთხვევებში, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი დაუყოვნებლივ, წინასწარი შეთანხმების გარეშე შევიდეს სამუშაო ადგილებზე, რაც შრომითი ექსპლუატაციის არსებული პრაქტიკის გამოვლენისა და მისი მასშტაბის შეფასების შესაძლებლობას გააჩენს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფოს მოუწოდებს:
კანონმდებლობით განისაზღვროს შრომითი ექსპლუატაციის ცნება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება და დაუყოვნებლივ მიიღოს შრომით ექსპლუატაციასა და იძულებით შრომაზე პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი.


ნანახია: 2195-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება
არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი განცხადება სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლის
დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის, კანონპროექტში
ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, 100-მდე დასაქმებულმა, საფრთხის შემცველი შრომის პირობებისგან
2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაექვსია.
ისინი ადგილზე ეცნობიან დასაქმებულების სამუშაო გარემოს. აკვირდებიან, რამდენად არის შრომითი უსაფრთხოება დაცული და მონიტორინგს

ამინდი