მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობისთვის ქუთაისში 350 000 ლარი დაიხარჯება
თარიღი : 17-02-2016, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი მოედანი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ ლატარიამ ქალაქის მერთან შოთა მურღულიასთან და აღნიშნული უბნის მაჟორიტართან, მურმან გუბელაძესთან ერთად მოედანი დაათვალიერა.
ქალაქის მერმა მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ბურთები და ფრენბურთის ბადე გადასცა.
2016 წლის ბიუჯეტში მერიამ მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობის მიმართულებით 350 000 ლარი გაითვალისწინა. 2015 წელს კი 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა.