ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების მიმართულებები იზრდება
თარიღი : 17-02-2016, 13:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Wizz Air, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის სექტემბერში ბაზას გახსნის, რაც აეროპორტში თვითმფრინავის ბაზირებასა და 7 ახალი მიმართულების დამატებას გულისხმობს. სექტემბრიდან, პირდაპირი რეისები შესრულდება ბერლინის, მემინგენის-მიუნხენის, მილანის, დორტმუნდის, სალონიკის, სოფიასა და ლარნაკას მიმართულებით.
