"ორი ასფურცლიანი რვეული ნისიებით მაქვს სავსე, ყველას ნისია უნდა,"- ქუთაისელი მაღაზიის მეპატრონეები კლიენტებზე
თარიღი : 16-02-2016, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში არსებული მცირე მაღაზიები შესაძლოა დაიხუროს.
როგორც ქალაქის მასშტაბით არსებული მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ, მაღაზიებში კლიენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, მათ კი ვინც მაღაზიაში პირველი მოხმარების პროდუქტებს ყიდულობენ, მეპატრონეების თქმით, ნისიის სერვისით სარგებლობენ.
"არ აქვს ხალხს პურის ფული. გადასახადები და ყველაფერი იმატებს. პენსიიდან პენსიამდე გვეხვეწებიან მოგვეციო და ვაძლევთ, მაგრამ ასე დიდხან ვერ გავძლებთ. ვფიქრობ, რომ მოგვიწევს დავხუროთ მაღაზია,"- აცხადებს ნაზი ნაზარდაშვილი.
"ორი ას ფურცლიანი რვეული ნისიებით მაქვს სავსე. ნისია, ნისია, ნისია, ყველას ნისიად უნდა, ფულის მოტანა არავის უნდა. თუ ადრე რამდენიმე ასეულ ლარს ვვაჭრობდი, ახლა მეოთხედსაც ვეღარ ვვაჭრობ. რა ქნან, სამსახურები არააა, ლარი გაუფასურებულია, ხელფასებს არ უმატებენ და რა გააკეთონ,"- აცხადებს, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიის მეპატრონე